weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

აშშ შეწუხებულია გუგუტიანთკარში ღობის გავლების განახლების გამო - საელჩო

19:04 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ღობის გავლების სამუშაოების განახლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად.

ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობის გავლების სამუშაოები გააგრძელეს. როგორც „რეგინფოს“ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გორის საკრებულოში, მერაბ მახარაშვილმა უთხრა, დღეს სამხედროები დაახლოებით 30 მეტრის სიგრძეზე ახალ ბოძებს ამონტაჟებდნენ. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს სარწყავი არხი გადის.

„გავესაუბრე სამხედროებს, ოსებს და ვუთხარი - თუ შეიძლება სარწყავი ბოძების იქით არ მოჰყვეს-მეთქი. თვითონაც არ იციან რა იქნება, მაგრამ მითხრეს, არ მოჰყვებაო. ამ ტერიტორიაზე ოჯახები აღარ ცხოვრობენ, ორი დამწვარი სახლია“, – ამბობს მერაბ მახარაშვილი.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ინფორმაციით, გუგუტიანთკარში „ბორდერიზაციის“ პროცესი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. EUMM შიშობს, რომ უკანონო სამუშაოების შედეგად, სოფელი სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]